საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ გაუთავებელი ტრავმების გამო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ინფორმაცია დღეს ბათუმის “დინამომაც” დაადასტურა და ჯანოს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.
ბათუმის დინამომ დაადასტურა: ოფიციალურად,ანანიძემ კარიერა დაასრულა
ჯანოს კარიერის დასრულებას facebok-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ინგლისური ‘ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე გამოეხმაურა.
“ჯანო, გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს. განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მოედნის მიღმაც. ყველა წამოწყებაში წარმატებას გისურვებ, შენს გვერდით მიგულე!”-წერს არველაძე
GIPHY App Key not set. Please check settings