in

შოთა არველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშა

ლონდონში უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა.
„ჩელსის“ „სტემფორდ ბრიჯზე“ ერთმანეთს ანდრი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს გუნდები შეხვდნენ. საქველმოქმედო შეხვედრაში შოთა არველაძეც მონაწილეობდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

გუნდები ძირითადად ყოფილი ვარსკვლავებით დაკომპლექტდნენ, თუმცა ასევე მონაწილეობდნენ კინოსა და მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები და ქალი ფეხბურთელები.
მეტიც, შევჩენკოს ლურჯ გუნდს „ჩელსის“ქალთა გუნდის მწვრთნელი ემა ჰეისი ხელმძღვანელობდა, ხოლო ზინჩენკოს გუნდს „არსენალის“ ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი.

შოთა არველაძე შევჩენკოს გუნდში იყო, ის მეორე ტაიმში შევიდა. შოთამ თავიდან ცოტა ხანი ითამაშა, მაგრამ მერე დაბრუნდა და თამაშიც ჩაამთავრა.

შემოსული თანხა მოხმარდება ჩერნიგოვსკის ოლქში მიხაილ კოციუბინსკის სახელობის ლიცეუმის აღდგენას.

შევჩენკოს გუნდი – ზინჩენკოს გუნდი 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 – ნოუბლი (38), 1:1 – ზეედორფი (42), 1:2 – სრნა (52), 2:2 – გალასი (78).

ზინჩენკოს გუნდი:
სასტარტო: ლემანი, სანია, მორგანი, რიისე, კლიში, პირესი, ჟლბერტო სილვა, უილშირი, ზინჩენკო, იაკუბუ, ნოუბლი.

დევიდ ჯეიმსი, ლუჟნი, ანტონიო ვალენსია, სრნა, მერტესაკერი, სილვესტრი, მორგანი, ლესკოტი, შკრტელი, ჩარლი ადამი, კონოპლიანკა, კეტი ჩეპმენი, ჯესიკა ურტადო, რეიჩელ ენკი, ევგენი ლევჩენკო.

შევჩენკოს გუნდი:
სასტარტო: ჩეხი, ოდო, კანავარო, პიკე, სერჟინიო, ზეედორფი, ძოლა, მაკელელე, ჯო კოული, ეტოო, შევჩენკო.

დიდა, ჟულიო სეზარი, კუდიჩინი, პანუჩი, ესიენი, მუდრიკი, რებროვი, დეფო, არველაძე, ლუკა ტონი, ჯიმი ჰასელბააინკი, კარლი ტელფორდი, კლერ რაფერტი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მისახედია: საქართველო ისევ აგებს – მსოფლიოზე ევროპა არ დაგვემართოს

წინ დიდი სიამოვნება გველოდება – ჩაკვეტაძემ ინგლისი მოგებით დაიწყო: როგორია გიორგის სტატისტიკა