შოთა არველაძემ მადრიდის „რეალს“ გაუტანა.
125 წლის იუბილესთან დაკავშირებით “აიაქსის” ლეგენდებმა” მადრიდის “რეალის” ლეგენდები 2:1 დაამარცხეს. პირველ ტაიმში, 41-ე წუთზე თავი შოთა არველაძემ გამოიჩინა და ანგარიში გახსნა – ახლო მანძილიდან ცარიელ კარში შეაგდო.
88-ე წუტზე სიმ დე იონგმა ანგარიშ გაზარდა, კომპენსირებულ დროში კი ერთი გოლი გაქვითვა რუბენ დე ლა რედმა.
ქართველთან ერთად „აიაქსში“ თამაშობდნენ დენი ბლინდი, ედვინ ვან დერ სარი, კლარენს ზეედორფი (ერთი ტაიმი “აიაქსში” და ერთიც “რეალში” ითამაშა), ძმები დე ბურები, იარი ლიტმანენი და სხვები.
“რეალის” კარში იკერ კასიალიასი იდგა, ითამაშეს კარამბემ, პავონმა, რაულ ბრავომ და სხვებმა.
შეგახსენებთ, არველაძე “აიაქსის” ღირსებას 1997/2001 წლებში იცავდა და 124 მატჩში 72 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings