in

შმეიხელი კურორტზე წავიდა: ჩელსის უარსაც ეუბნებიან, მაგრამ არჩევანიც დიდი აქვს – სატრანსფერო ამბები

“ჩელსის“ შეთავაზეს დეპაი, ობამეიანგი და დე იონგი. ლონდონელებს „ბარსასთვის“ ჯერ შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

„ლესტერმა“ უარი უთხრა „ჩელსის“ ფოფანას ტრანსფერზე 75 მლნ ევროს სანაცვლოდ.

კუკურელია „ჩელსიში“ დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2028 წლამდე კონტრაქტს გააფორმებს. „ბრაიტონიდან“ მისი წამოყვანა 50+ მლნ ფუნტი დაჯდა. „ბრაიტონს“ კი ლონდონელები კოლუილას აძლევენ უკან გამოსყიდვის უფლებით.

გარდა ამისა, „ჩელსიმ“ გაიფორმა „ასტონ ვილას“ 18 წლის ნახევარმცველი კარნი ჩუკვუემეკუ 6 წლით, რომლის სანაცვლოდ 15 მლნ ფუნტი გაიღეს.

„მანჩესტერს“ სურს დორტმუნდიდან ბელინგემი ან „ვესტ ჰემიდან“ რაისი იყიდოს თუ „ბარსადან“ დე იონგის ტრანსფერი არ გამოუვა.

„რეალს“ აინტერესებს შეშკო „ზალცბურგიდან“ ან გუირი „ნიცადან“ ბენზემას ალტერნატივად.

„იუვენტუსმა“ მოინდომა იყიდოს ფილიპ კოსტიჩი („აინტრახტი“), ლეანდრო პარედესი (პსჟ) და დაიბრუნოს ალვარო მორატა. პსჟ-ს ჰავბეკთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.
გარდა ამისა, „იუვე“ „სასუოლოს“ ფორვარდ ჯაკომო რასპადორის ვარიანტს განიხილავს თუ მოიზე კინი წავა.

„ნიცამ“ გამოაცხადა „ლესტერიდან“ 35 წლის მეკარე კასპერ შმეიხელის 1 მლნ ფუნტიან ტრანსფერზე.

ტენ ჰაგს სურს, რომ „მანჩესტერმა“ ზიეში აიყვანოს. კლუბში მის მოსაზრებას არ იზიარებენ.

პსჟ „ბარსას“ შეებრძოლება ბერნარდო სილვასთვის. „სიტის“ პორტუგალიელის ფასი 80-85 მლნ ევროა.

დრის მერტენსი არ გადავა „იუვენტუსში“ „ნაპოლის“ პატივისცემის გამო. არადა, მას 10 მლნ-ს აძლევდნენ 2 წელიწადში.

მაურისიო სარიმ დაადასტურა, რომ ლუის ალბერტოს სურს „ლაციოდან“ „სევილიაში“ წავიდეს.

„ვულვზი“ გეგმავს „ჩელსიდან“ იჯარით აიყვანოს ბატშუაი.

ლევანდოვსკის აგენტმა პინი ზაჰავი 10 მლნ ევრო მიიღო ფეხბურთელის „ბაიერნიდან“ „ბარსაში“ ტრანსფერის გაჩარხვისთვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერი 1998/99: პრემიერლიგის საუკეთესო გუნდი – წელს ლიგის 30 წლის იუბილეა

ლუკა იტალიას უახლოვდება: ვერონამ ლოჩოშვილის ტრანსფერზე მიმართა – თანხაც ითქვა