in

შვედებმა მოგვიგეს და მეორე ადგილი დავუთმეთ, მაგრამ შანსი რჩება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანეს, შესაძლოა გადამწყვეტ შეხვედრაში შვედეთთან დამარცხდა – 2:3.

თამაში ჩვენთვის შესანიშნავად დაიწყო. მე-12 წუთზე ნოდარ ლომინაძის ლამაზი გოლით წინ გავედით. თუმცა მალევე მასპინძლებმა ჩვენი დაცვის შეცდომებით ისარგებლეს და 23-ე წუთზე ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 37-ე წუთზე წინაც გავიდნენ.

მეორე ტაიმიც ცუდად დავიწყეთ. უკვე 47-ე წუთზე შვედების სწრაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა. თუმცა მასპინძლებმა სერიოზული შეცდომა თავადაც დაუშვეს: მეკარემ უკან დაბრუნებული ბურთი ვერ შეიმაგრა და კურიოზული გოლი გავიდა – 3:2.

ამის შემდეგ ჩვენებმა შეუტიეს, შანსებიც ჰქონდათ, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ კონტრშეტევებზე მასპინძლებიც სახიფათო იყვნენ და ერთ ეპიზოდში ძელმა გადაგვარჩინა.

იენჩეპინგი. «სტადსპარკსვალენი“
შვედეთი – საქართველო 3:2
გოლები: 0:1 ლომინაძე (12), 1:1 ონდრეიკა (23), 2:1 სვედბერგი (38), 3:1 ერაბი (47), 3:2 დოვინი (51, საკ. კარში)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (გოცირიძე 88), ოსიყმაშვილი (აბუაშვილი 46), ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 88), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 64), ოდიშარია (მამაცაშვილი 79), კვერნაძე

7 ტურის შემდეგ 16 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე ვართ და მეორე ადგილი უკვე 17-ქულიან შვედეთს დავუთმეთ.
ჯგუფი უკვე მოიგო ნიდერლანდებმა, რომელიც ბოლო ტურში შვედეთს უმასპინძლებს და იმედი ვიქონიოთ, რომ არ წააგებს. ჩვენ კი 15 ოქტომბერს, ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას უნდა მოვუგოთ.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს სერია უნდა გაგრძელდეს: მამარდა რთულ თამაშს და წინააღმდეგობას ელის

ფრე იქნება: დემჩენკოს აზრით საქართველო უკრაინაზე მიმზიდველია, ხვიჩა კი მუდრიკზე ორი თავით მაღლაა