საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია მოინელა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც ურთულესი მეტოქე შეგვხდა – კარგად ნაცნობი ესპანეთი. გუნდმა მცირედი აღდგენის შემდეგ, უკვე დაიწყო მომზადება კვირის თამაშისთვის. ვარჯიშამდე მცირე კომენტარი გააკეთა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პორტუგალიასთან წარმატებაში. შეგახსენებთ, პენალტი სწორედ ლოჩოშვილის წაქცევას მოჰყვა.
ლუკა ლოჩოშვილი:
“დავინახეთ, რომ შეგვიძლია პორტუგალიის დონის გუნდებთან ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. ეს მატჩი თითოეული მოთამაშისთვის დიდი გამოცდილება იყო, რამაც თავდაჯერება შეგვმატა. თუმცა, პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მეტოქეზე და მოვემზადოთ ესპანეთთან მატჩისთვის”.
GIPHY App Key not set. Please check settings