in

შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ქვეყანას, თავს მოვაძრობ!.. ვინ და რატომ გააბრაზა ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Fullsendpocast-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

“მატადორმა” მომდევნო გასამართ ბრძოლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შემდეგი მეტოქის ვინაობაც იცის, მაგრამ მეტოქის ვინაობის გამხელის უფლება არ აქვს.

“ახლა ვერაფერს ვიტყვი, რადგან მთხოვეს, ჯერ ინფორმაცია არ გავავრცელო. თუმცა უახლოეს მომავალში ბრძოლა ოფიციალურად გამოცხადდება. შესაძლოა, ეს შემდეგ კვირაშიც მოხდეს”, – განაცხადა თოფურიამ

ილიამ კომენტარი პედი პიმბლეტზეც გააკეთა:

“მან ასეთი რაღაც თქვა “ახლა მესმის რატომ ჩამოაგდეს რუსებმა ბომბები საქართველოში”. ის საშინლად იქცევა და სისულელეებს აკეთებს, მან შეურაცხყოფა
მიაყენა ჩემს ოჯახს, ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, იმედია არსად შემხვდება, თორემ თავს მოვაძრობ. გთხოვთ, მას ნუ შემადარებთ, ჩვენ სულ სხვადასხვა დონეზე ვართ”, – განაცხადა თოფურიამ

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა Match TV-სთან ინტერვიუში ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში წონის შეცვლას და მსუბუქ წონით კატეგორიაში ასპარეზობას სერიოზულად განიხილავდა.

“არ ვაპირებ, რომ ილიას შანსი ახლავე მივცე, რადგან თავის წონით კატეგორიაში რამდენიმე ძლიერი მებრძოლი ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია. როდესაც შანსს დაიმსახურებს, აუცილებლად ვიბრძოლებთ”, – განაცხადა მახაჩევმა.

შეგახსენებთ, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონობა მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია და პსჟ – კარიერის გზაგასაყარზე: უნდა გადასულიყო თუ არა ხვიჩა პარიზში

სიტისთან ნახევარფინალი და კიდევ 9 თამაში – რეალის საუკეთესო ქამბექები