გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის თასის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.
ფინალში კუნძულელების მეტოქე „უნიკახა“ იყო, რომელმაც მიჯრით დაამარცხა „ბარსელონა“ და „რეალი“.
ფინალური შეხვედრის ანგარიშია 83:80.
შერმადინი ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესი იყო. ჩვენიანმა 32 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
შეგახსენებთ, შერმადინი ნახევარფინალური მატჩის MVP გახდა.
შერმადინი ისევ MVP-ია, ტენერიფე ფინალშია
ამ თამაშის შემდეგ გიორგი უმალ გაემგზავრება ნიდერლანდებში, სადაც ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრის სათამაშოდ.
GIPHY App Key not set. Please check settings