in

შერმადინმა სეზონი დაასრულა: ტენერიფემ მეოთხედფინალი წააგო

გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულებულია. მისმა “ტენერიფემ”, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში “ხუვენტუდს” შეხვდა, სერია 1:2 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. გადამწყვეტი მატჩი ბადალონაში გაიმართა, რადგან რეგულარული ჩემპიონატი უფრო მაღალ პოზიციაზე “ხუვენტუდმა” დაასრულა. შეხვედრა მასპინძლებმა დიდი სხვაობით მოიგეს – 81:58 დასრულდა.

შერმადინმა მოედანზე 20:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის გუნდმა პირველი ტაიმი 16 ქულით წააგო და მეორე ნახევარშიც ვერ შეძლო თამაშის სცენარის შეცვლა.

“ხუვენტუდის” მეტოქე ნახევარფინალში “ბარსელონა” იქნება, ხოლო მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს “რეალი” და “ბასკონია” შეხვდებიან.

სეზონი “ტენერიფესთვის” მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაც მეტს გავიტანთ, მით უკეთესი – საქართველო გიბრალტარის დასამარცხებლად ემზადება

შენგელია ფინალშია და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს