ლიგა ენდესას 27-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და 72:59 დაამარცხა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თამაშში სკამიდან ჩაერთო და არასრულს 16 წუთში 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინის გუნდი 10 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. “რეალი” მე-2 ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings