in

შერმადინმა მაკფადენი გაანადგურა: ტენერიფე და ბურგოსი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ბრძოლას აგრძელებენ

ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელის თედიუს მაკფადენის “ბურგოსს” უმასპინძლა და უშანსოდ 89:60 გაანადგურა.

გიორგი შერმადინმა 20 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 8–დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და თავის გუნდში საუკეთესო იყო.

თედ მაკფადენმა კი 12 წუთში 2 ქულა და 1 პასი მოაგროვა.

ამ მატჩით გუნდებმა მეორე ჯგუფური ეტაპი დაასრულეს. პლეი-ოფში „ტენერიფემ“ 6-დან 5 მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ბურგოსი“ 4 მოგებით მეორეზე გავიდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული ენფილდის მაგიის იმედად: თუმცა რეალმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა

მატჩის შემდეგ მსაჯის ასისტენტმა ჰაალანდისგან ავტოგრაფი აიღო