გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში “სან პაბლო ბურგოსს” ესტუმრა და სერიის მეორე მატჩიც მოიგო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
გიორგიმ პარკეტზე 27:18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა, რომელიც “სან პაბლო ბურგოსის” ღირსებას იცავს, პარკეტზე 20 წუთი გაატარა და შეხვედრა 10 ქულით, ერთი მოხსნითა და 3 გადაცემით დაასრულა.
“ტენერიფეს” მეტოქე ნახევარფინალში “ხუვენტუდ ბადალონასა” და “ბარსელონას” შორის ირკვევა. კატალონიელებს სერიის პირველი მატჩი მოგებული აქვთ.
GIPHY App Key not set. Please check settings