საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა გიორგი შერმადინმა, რომელიც ტრავმის შემდეგ თანდათან უბრუნდება პარკეტს, ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა.
შერმადინის “ტენერიფემ” უკრაინულ “პრომეთეის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 80:78 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 16:54 წუთში -14 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიომ 8-დან 6-ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
შერმადინის ფორმაში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნოემბრის ბოლოს საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები ელის. 26 ნოემბერს საქართველო უკრაინას უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings