საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადიმი, რომელიც “ლენოვო ტენერიფეს” შემადგენლობაში მესამე სეზონს ატარებს, უკვე კლუბის ისტორიაში გამორჩეული კალათბურთელის სტატუსს იძენს.
32 წლის ქართველი კალათბურთელი “ლიგა ენდესას” მატჩებში მიღებული ჯამური მარგი ქმედების კოეფიციენტით “ლენოვო ტენერიფეს” ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა.
კლუბში გატარებულ ორწელიწადნახევრის განმავლობაში “შერმინატორის” მარგი ქმედების ჯამურმა კოეფიციენტმა 1612 ბალი შეადგინა. ქართველი ხავიერ ბეირანს და ხერმან გონსალესს ჩამორჩება.
აქვე გეტყვით, რომ გასულ უქმეებზე შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” “ბარსელონასთან” 60:75 დამარცხდა, მაგრამ გიოს ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა და “ბარსას” 17 ქულა ჩაუგდო.
GIPHY App Key not set. Please check settings