in

შერმადინი სტამბოლშიც საუკეთესოა: გამარჯვება და ისევ MVP-ის ტიტული

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზეც შეუჩერებელია და MVP-ის ტიტულების ხვეჭას განაგრძობს. მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მისმა ტენერიფემ სტამბოლში დარუშაფაკა 80:59 გაანადგურა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ქართველი ცენტრი დაასახელეს.

შერმადინმა მხოლოდ 19:19 წუთი ითამაშა და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, გიორგიმ ამჯერადაც მატჩის MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

2-დან 2 მოგებით ტენერიფე L ჯგუფის ლიდერია. შემდეგ ტურში, 7 თებერვალს, შერმადინის გუნდი “ბილბაოს” უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წმინდა დიეგო: მარადონას კვარტალი და მურალი ნეაპოლში

18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში გადავიდა