in

შერმადინი მატჩის MVP გახდა: ტენერიფემ სტუმრად ხირონა დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში მორიგი გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ. კანარის კუნძულების გუნდი სტუმრად, ხირონას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 93:84 სძლია. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ქართველი ლეგიონერის დიდი თანამონაწილეობით ტენერიფელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში მან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:15 წუთი გაატარა, რა დროშიც ბურთი არ აუცელია. საქართველოს ნაკრების წევრმა 4-დან 4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის ანგარიშზე ჯამში 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი დ 1 დაფარება დაგროვდა.

გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 23-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ცხადია, მატჩის MVP-ის წოდებაც შერმადინმა დაიმსახურა. ქართველი ცენტრის მსგავსად ტენერიფელთაგან 14-14 ქულა კიდევ სამმა კალათბურთელმა – ბრუნო ფიტიპალდომ, მარსელინიო ჰუერტასმა და ტომას სკრაბმა მიითვალა.

24 მოგებითა და 7 მარცხით ტენერიფე ცხრილში მე-2 ადგილზეა. პირველზე მყოფ მადრიდის რეალს 26 მოგება და 4 მარცხი აქვს. ტენერიფელებს იმის გამო აქვთ 1 მატჩით მეტი ჩატარებული, რომ მომავალი, 31-ე ტურის მატჩი წინასწარ, 3 დღის წინ ჩაატარეს, რისი მიზეზიც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალია. ტენერიფე ევროტურნირის საუკეთესო ოთხეულშია და თამაშები ესპანეთის 31-ე ტურს ემთხვევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშია ისევ ჩემპიონი გახდა, წიტაიშვილი პლე-ოფში დარჩა, ხვიჩა არ ათამაშეს – ლეგიონერები

მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ ლიონმა უდროო დროს წააგო