ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის ტენერიფემ. კუნძულელთა მეტოქე ესპანეთისა და სრულიად ევროპის გრანდი მადრიდის რეალი გახლდათ, რომელმაც ტენერიფე მისსავე მოედანზე ბრძოლაში – 82:76 დაამარცხა.
გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 14 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი მიითვალა, 18 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა, „რეალს“ კი კაბოვერდელი ედი ტავარეში გაუძღვა – 14 ქულა, 8 მოხსნა.
კანარელებს უახლოესი მატჩი 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ელით – თურქულ „დარუშაფაკას“ ესტუმრებიან.
წაგების მიუხედავად ზეიმის მიზეზი აქვს ქართველ ცენტრს, რომელმაც „რეალთან“ შეხვედრაში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში 733 რეალიზებული ორქულიანი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე საუკეთესო შედეგი გერმან გლეზს ჰქონდა – 731.
584 ჩაგდებული ორქულიანით მეოთხე ადგილზეა შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი.
GIPHY App Key not set. Please check settings