in

შერმადინი გააძევეს: ტენერიფემ ჩმპიონთა ლიგაზე მეორედ მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის ტენერიფემ მეორე მატჩი ჩაატარა და კვლავ იმარჯვა. კანარელები სტუმრად შეხვდნენ ესპანურ მანრესას და 84:73 დაამარცხეს. გამარჯვებაში მცირე წილი უდევს ქართველ ცენტრს, რადგან მან მხოლოდ 4:36 წუთი ითამაშა. მიზეზი დისკვალიფიკაციაა, რომელიც შერმადინმა პირველი პერიოდის მიწურულს მიიღო.

საქმე ისაა, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წუთზე გიორგის მსაჯებთან კამათს შეჰყვა, რაც იმით დასრულდა, რომ ტენერიფეს ცენტრი მოედნიდან გააძევეს. არასრულ 5 წუთში მას 2 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული.

K ჯგუფში ტენერფეს ორიდან ორი მოგება აქვს და პირველია. შერმადინის გუნდი, სავარაუდიდ ქართველის გარეშე 4 მარტს თურქულ პეტკიმ სპორს (0-2 ბალანსი) მასპინძლობს. 4-გუნდიანი ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გადის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორა პორტუგალიურ გრანდში: შეიძლება სპორტინგმა ზაფხულში ქართველი წაიყვანოს

ვიდეო: შენგელიას პირადსარეკორდო 8 პასი ევროლიგაში – თორნიკე პარტიზანთანაც საუკეთესო იყო