in

შერმადინი, ანდრონიკაშვილი და მაკფადენი ჩემპიონთა ლიგაზე გადაიკვეთნენ

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი შერმადინის ლიდერობით ტიტულის დასაცავად ახლაც შემართულმა ლენოვო ტენერიფემ. შეგახსენებთ, რომ პირველი ჯგუფური ეტაპი ტენერიფელებმა იოლად დაძლიეს და მეორეში გაცილებით სოლიდური მეტოქეები ჰყავს ესპანური ბილბაოს, თურქული დარუშაფაკასა და ესპანურსავე მურსიას სახით. სწორედ მურია იყო შერმადინის პირველი მეტოქე ტოპ-16-ის გახსნის მატჩში, რომელიც ტენერიფელებმა დამაჯერებლად – 85:65 მოიგეს.

შეხვედრაში მონაწილეობა სამმა ქართველმა კალათბურთელმა მიიღო. გიორგი შერმადინმა 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თად მაკფადენი მურსიას 2 ქულითა და 2 მოხსნით დაეხმარა. რატი ანდრონიკაშვილმა კი ერთი მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შერმადინის ტენერიფე მეორე ტურში თურქულ დარუშაფაქას შეხვდება, ხოლო მურსია ბილბაოს დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სერხიო რამოსმა ესპანეთის საუკეთესო ცხენი არაბეთში გაყიდა

თავიდან წინ გავუშვით და მერე ვერ დავეწიეთ: ბოლო დინამოა