გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” ესპანური ლიგის ფავორიტ “რეალს” მადრიდში ესტუმრა და ღირსეული ბრძოლა გაუმართა. კუნძულელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, ბოლო პერიოდში 8 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ სამეფო კლუბმა მაინც თავისი გაიტანა. დაძაბულ ფინალში რეალმა 96:86 იმარჯვა.
შერმადინი 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7 ცდიდან 4 ორქულაინი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 7 ქულა და 11 პასი მიითვალა, ხოლო მატჩის ბომბარდირი 22 ქულით ტენერიფელთა სლოვაკი ლეგიონერი, დევიდ კრამერი გახდა.
16 შეხვედრიდან „ტენერიფეს“ 11 მოგება აქვს და მეოთხე პოზიციაზეა. რომ მოეგო, შერმადინის გუნდი მესამეზე მყოფ რეალს გადასწრებდა.
GIPHY App Key not set. Please check settings