in

შერმადინის 19 ქულა მეოთხედფინალში და ტენერიფეს გამარჯვება ოვერტაიმში

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერია რთული გამარჯვებით დაიწყო. სერიაში, რომელიც 2 მოგებამდეა, მოედნის უპირატესობა ტენერიფელებს აქვთ. შერმადინის გუნდის მეტოქე იტალიური “დერტონაა”, რომელმაც ტენერიფეში დიდი ბრძოლა გაუმართა მასპინძ₾ებს. ეხვედრის ბედი ძირითად დროში ვერ გაირკვა და ტენერიფელებმა დამატებით დროში – 93:89 დაამარცხეს მეტოქე.

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქრთველმა ცენტრმა. შერმადინმა მოედანზე 37:28 წუთი გაატარა და 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 7 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (26) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა და 9 პასი მიითვალა. 17 ქულა ჩააგდო ტიმ აბრომაიტისმა, სტუმართა რიგებში კი საუკეთესოები კაილ ვიმსი (17) და ტომასო ბალდასო (16) იყვნენ.

სერიის მომდევნო მატჩი 16 აპრილს, იტალიაში გაიმართება, ხოლო თუკი გადამწყვეტი თამაშის გამართვა გახდა საჭირო, მას 23 აპრილს ტენერიფე უმასპინძლებს. ტენერიფესა და დერტონას შორის გამარჯვებული ნახევარფინალში ჩეხურ ნიმბურკსა და თურქულ გალათასარაის შორის საუკეთესოს შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რობერტო კარლოსის გოლი საუკეთესო ჯარიმაა ისტორიაში: მესი მეორეა, რონალდო ორჯერაა

ფრე მანჩესტერთან: მიქაუტაძის კარგი მეორე ტაიმი, შანსები და საგოლე პასიც