in

შერმადინის 17 ქულა და MVP-ის ტიტული: ტენერიფემ ხეტაფეს ტურნირი მოიგო

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” ახალი სეზონისთვის მზადება “ხეტაფეს” ტურნირის მოგებით დაასრულა, რაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა დიდი როლი ითამაშა.

ტენერიფელებმა Torneo Ciudad de Getafe-ს პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ “ბასკონიას” 81:67 სძლიეს, შერმადინმა კი 9 ქულა ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი გაცილებით შედეგიანი იყო გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა “ფუენლაბრადას” 101:96 სძლია.

შერმადინმა პარკეტზე 19:48 წუთი გაატარა და 17 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 4-ვე ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ახალ სეზონში პირველი ოფიციალური ტიტულის მოგების შანსი 11-12 სექტემბერს ექნება, როდესაც ესპანეთის სუპერთასის მატჩებს უმასპინძლებს. 11-ში ნახევარფინალური თამაშებია დაგეგმილი. შერმადინის გუნდი მადრიდის “რეალს’ ეთამაშება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი “ბარსელონა” და “ვალენსია” იბრძოლებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს მედალს თუ ვინმეს დავუთმობდი, ეს ლაშა იყო: ბექაურის მიერ ფინალში დამარცხებულმა ძიუდოისტმა ქართველს პოსტი მიუძღვნა

დინამოს უარი ტრაბზონს: აზაროვი ბათუმში რჩება