in

შერმადინის 14 ქულა და განაღდებული მეოთხედფინალი

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ სტუმრად ბილბაო დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ 2 ტურია, თუმცა ტენერიფელებმა ოთხივე შეხვედრა მოიგეს და პლეი ოფის საგზური ნაადრევად გაინაღდეს.

მეოთხედფინალის საგზური ტენერიფელებმა დიდ ბრძოლაში მოიპოვეს. ესპანურ დერბიში შერმადინი და კომპანია ბილბაოს ესტუმრა, სადაც მასპინძელ გუნდთან გვარიანად აგებდა. ბოლო პერიოდის წინ ბილბაოელები 11 ქულით იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში ტენერიფელებმა შეუდარებლად ითამაშეს, პერიოდი 22:9 მოიგეს და შეხვედრაც სათავისო ანგარიშით – 74:72 დაასრულეს.

ამ ამბავში ერთ-ერთი წამყვანი ქართველი ცენტრი გახლდათ. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:22 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ტენერიფელთაგან მეორე შედეგი გახლდათ. საუკეთესო მარსელინიო ჰუერტასი გახდა, რომელმაც 16 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

ჯგუფის დარჩენილ 2 მატჩს ტენერიფე 15 მარტს სტუმრად მურსიასთან და 21 მარტს შინ დარუშაფაკასთან გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სისხლიანი მატჩი: როგორ შეცვალა საბჭოთა ჯარების ბუდაპეშტში შეყვანამ ოლიმპიადის მსვლელობა

ბითაძის 12 ქულა და 8 მოხსნა მილუოკისთან: ვიდეო