in

შერმადინის 13 ქულა: ქართველი ცენტრი სეზონს ფორმაში ხვდება

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v80), quality = 82

გიორგი შერმადინი ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება. საქართველოს ნაკრებისა და “ლაგუნა ტენერიფეს” ცენტრმა სეზონისწინა, “იზოლას თასის” ფინალურ მატჩში თავი გამოიჩინა, თუმცა ტიტული მეტოქეს, ჩვენი ნაკრების ამერიკელი წევრის – ჯო ტომასონის გუნდს, “გრან კანარიას” დარჩა. სანამ შედეგებზე გადავალლთ, დავაზუსტებთ, რომ ტენერიფულმა კლუბმა სპონსორი “ლენოვო” “ლაგუნათი” შეცვალა და და ეს კლუბის სახელწოდებაზეც აისახა.

იზოლას თასი 2 მატჩის ჯამში თამაშდებოდა. პირველი შეხვედრა გრან კანარიამ შინ 73:68 მოიგო, საპასუხო მატჩი კი ტენერიფეში გაიმართა, რომელიც მასპინძლებმა 84:81 მოიგეს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.აღსანიშნავია, რომ ტენერიფელები საშინაო მატჩს 16 ქულის სხვაობითაც კი იგებდნენ, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, რაშიც დიდი როლი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ითამაშა.

ტომასონი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:18 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჯომ 4 ორქულიანი, სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და თანაც ისე, რომ ტყორცნა არ გაუფუჭებია. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის MVP-ს ტიტული სწორედ მას ერგო.

შედეგიანი თამაში ჰქონდა შერმადინსაც, რომელმაც 18:50 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ამით, გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლი დაასრულა, ლაგუნა ტენერიფე კი დასკვნით საკონტროლო მატჩს 22 სექტემბერს გრანადასთან ჩაატარებს.

ლიგა ენდესას ახალი სეზონი სტარტს 28 სექტემბერს აიღებს: გრან კანარია მორაბანკ ანდორას ესტუმრება, ლაგუნა ტენერიფე კი ბასკონიას უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო მსოფლიოში წინ წავიდა: ფიფას რეიტინგში 4 საფეხბურთით ავიწიეთ

კიდევ ერთი ქართველი ლიგაზე: კიტეიშვილის დებიუტიც მარცხიანია