in

შერმადინის 12 ქულა: ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური სერიის მეორე მატჩში თურქული “თოფაში” 74:73 დაამარცხა და ოთხთა ფინალში გავიდა. პირველი მატჩი ესპანელებს 78:77 ჰქონდათ მოგებული.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა 26 წუთი ითამაშა და ისევ გამორჩეული იყო პარკეტზე. შერმადინმა მატჩი 12 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით და 2 დაფარებით დაასრულა.

ყევლაზე შედეგიანი მოთამაშე და მატჩის გმირი “ლენოვო ტენერიფეს” 38 წლის ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც ბოლოს ესპანელებს თავისი ორქულიანით მოაგებინა. მარსელიონიომ მატჩი 15 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა.

“ტენერიფეს” გარდა, ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში “მანრესა” (ესპანეთი) და ჰოლონი (ისრაელი) გავიდნენ. მეოთხე გუნდის ვინაობა გერმანულ “ლუდვიგსბურგსა” და რუმინულ “კლუჟ-ნაპოკას” წყვილში გაირკვევა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ვაგნერის გოლი პუშკაშის პრიზის ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება