in

შერმადინის 11 ქულა და ტენერიფეს მოულოდნელი მარცხი

ესპანეთის ჩემპიონატში დასანანი მარცხი იწვნია გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კანარის კუნძულელები საკუთარ მოედანზე ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ „ბრეოგანთან“ დამარცხდნენ. აეადა, პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 55:44 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 92:87 გაიმარჯვეს.

შეუჩერებელი იყო კანადელი ტომას სკრაბი, რომელმაც გამარჯვებაში 26-ქულიანი წვლილი შეიტანა. ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა მარსელინიო უერტასმა ჩააგდო. გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო:

20 წუთი, 11 ქულა (4/2 ორქულიანი, 7/7 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა. „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში 6-6 მოგება-წაგება აქვს და მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩემპიონთა თასზე 5 დეკემბერს „ვეფ რიგასთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები წილისყრის შემდეგ: საფრანგეთი პირველზე დარჩა

ვიდეო: შენგელია MVP გახდა, ვირტუსმა კი მეტოქე გაანადგურა