in

შერმადინის 10 ქულა რეალთან

გიორგი შერმადინის ტენერიფეს კარგი შანსი ჰონდა, ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერობა მოეპოვებინა, რადგან 27-ე ტურში მის წინ, პირველ ადგილზე მყოფ მადრიდის რეალს მასპინძლობდა. სამეფო კლუბი ტენერიფეს 1 ქულით უსწრებდა და მასპინძლებს რომ ემარჯვათ, ცხრილის ლიდერები ხდებოდნენ.

თანაც ტენერიფელებს სუპერსერია ჰქონდათ, რომელიც მიჯრით 10 მოგებისგან შედგებოდა. სამწუხაროდ, რეალი რეალურად ძლიერი გუნდია და ტენერიფელებმა მისი ძლევა ვერ მოახერხეს. მადრიდელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და დამსახურებულად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაიმარჯვეს.

შერმადინმა მოედანზე 15:27 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულით და 3 მოხსნით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ზუსტად ისროლა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მადრიდის რეალის წევრი მარიო ჰეზიონა იყო, რომელმაც 16 ქულა მიითვალა, ხოლო ტენერიფეში 15 ქულით ტიმ აბორმაიტისი გამოირჩა.

ტენერიფე 21 მოგებით და 6 წაგებით მეორე ადგილზეა, პლეი ოფში უკვე გასულია და მხოლოდ რეალს ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 20 აპრილს, ბასკონიას ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს საგოლე პასი, საუკეთესო თავის გუნდში და გადარჩენილი ქულა

მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს