in

შერმადინის წარმატებულმა თამაშმა ტენერიფეს ვერ უშველა

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” გერმანულ “ლუდვიგსბურგს” დაუპირისპირდა და 83:99 დამარცხდა.

“შერმინატორი” ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 20:46 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი +23 იყო.

“ლენოვო ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 3 მოგებითა და 2 მარცხით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ესპანური გუნდი 21 დეკემბერს “სარდინიას” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბურთალო საქართველოს თასის მფლობელია

მამუკა გორგოძე დიდების დარბაზშია და საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის: დაუჭირეთ მხარი გორგოძილას