in

შერმადინის ტენერიფემ წვიმის გამო გადადებულ მატჩში მოიგო

Lugo. Pazo provincial dos Deportes. Liga Endesa ACB. Jornada 2. CB Río Breogán - La Laguna Tenerife

ესპანეთის ჩემპიონატში 10 დღის წინ წვიმის გამო გადადებული მატჩი ახლა ჩატარდა. გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ “ბრეოგანს” სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში – 79:78 მოუგო. ეს მატჩი თავის დროზე იმის გამო შეწყდა, რომ დარბაზში წვიმა ჩამოვიდა და მისი გაგრძელება შეიძლებელი გახდა. ამჯერად ატჩმა ექსცესების გარეშე ჩაიარა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ტენერიფელებმა მოპოვებული ლიდერობ შეინარჩუნებს და ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება იზეიმეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 6 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა სამივე ორქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში, შერმადინი საკმაოდ სარგებლიანი იყო.

4 მოგებითა და 1 წაგებით ტენერიფელები ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. მათ ერთი მატჩიც აქვთ გადადებული, თუმცა გაცილებით მძიმე მიზეზით – ვალენსიაში მომხდარი ტრაგიკული წყალდიდობის გამო ამ ქალაქის გუნდთან ტენერიფელთა დაპირისპირება 15 ნოემბერს შედგება. მანამდე კი შერმადინის გუნდი ბექა ბურჯანაძის ლეიმა კორუნას სტუმრად შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: შენგელია მაგარ ავტომობილებში

ჩვენები ევროპაში: მიქაუტაძეც კარგი იყო და ოდიშარიაც