გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში 21-ე გამარჯვება მოიპოვა (29 მატჩში). კუნძულელები „ბილბაოს“ ესტუმრნენ და 83:60 აჯობეს.
როგორც ხდება ხოლმე, გამარჯვებაში წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა. ქართველმა ცენტრმა 19 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა და 10 მოხსნა.
გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და 2 მოგებით ჩამორჩება მესამეადგილოსან „რეალს“.
GIPHY App Key not set. Please check settings