in

შერმადინის ორმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა: გიო მაკფადენთან დამარცხდა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” თედ მაკფადენის “მურსიას” დაუპირისპირდა და ძალიან მძიმე ბრძოლაში 86:88 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი “ლენოვო ტენერიფეს” სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 10 ქულა,11 მოხსნა,1 პასი, 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +14 იყო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა თედ მაკფადენმა კი, 21 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შერმადინის “ტენერიფე” 8 მოგებით და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. მაკფადენის “მურსია” კი, 10-6-ზე ბალანსით მეოთხეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსეთის ნაკრებში ორ ქართველს უხმეს

მამარდაშვილი გასუქდა: ქართველი მეკარე განაცხადში წონის გამო ვერ მოხვდა