in

შერმადინის ორმაგი დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე: ტენერიფე თურქეთში დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” თურქეთში “ქარშიაქას” ესტუმრა და 80:88 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა ესპანელებს ჰქონდათ მოგებული და თურქებმა სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 30:49 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკი მიითვალა. “შერმინატორის” მარგი ქმედების კოეფიციენტი +25-ს გაუტოლდა.

სერიაში ბრძოლა ორ მოგებამდეა. გადამწყვეტი შეხვედრა ესპანეთში 20 იანვარს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თევზაძე და აბულაშვილი 20-წლამდელთა 6 ერზე იმსაჯებენ

სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა და კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს