in

შერმადინის მორიგი კარგი მატჩი!

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” ფიბას ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებელი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველი ცენტრის დამსახურება მნიშვნელოვანია. შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელშიც ესპანურმა კლუბმა 95:57 გააცამტვერა ებრაული “ჰერცილია”.

გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგია. ჩვენებურს გვერდში ედგა ფინელი საშუ სალინი, რომელმაც 18 ქულა და 5მოხსნა მიითვალა. 15 ქულა ლიეტუველი ტიმ აბრომაიტისის ანგარიშზეა.

2 მოგებითა და 1 მარცხით “ტენერიფე” H ჯგუფს ბერძნულ “პერისტერისთან” ერთად ლიდერობს. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 29 ნოემბერს, ებრაულ გუნდთან ამჯერად შინაურ არენაზე გამართავს.

GBF.GE

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტორპედომ დინამო დაამარცხა და ფინალში გავიდა!

პსჟ მეორე ადგილზე გავიდა, მილანი 9 წლის შემდეგ 1/8 ფინალშია – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა!