in

შერმადინის ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი: ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე ისევ MVP-ია

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. მისი „ტენერიფე“ უნგრულ „სომბათჰეის“ ესტუმრა და 79:73 დაამარცხა.

გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. მან ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა ორმაგი დუბლი – 19 ქულა, 13 მოხსნა 32 წუთში. გიომ 7-დან 7 საჯარიმო და 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, ერთი სამიანი მიზანს ააცილა.

ჩვენიანმა 13-დან 6 მოხსნა მან მეტოქის ფარზე მიითვალა. გარდა ამისა, შერმადინის ანგარიშზე 2-2 ჩაჭრა-დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემაა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის შეხვედრაში საუკეთესო იყო: 29.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩახუტება და ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება, სექსი კი: ოლიმპიადაზე პრეზერვატივებს არიგებენ

საქართველოს რუსეთთან ისტორიული შეხვედრა აქვს: ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო