in

შენ სად იყავი მე რომ ვთამაშობდი: რონალდოს რეკორდი და პორტუგალიის გაჭირვებული გამარჯვება

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომდევნო ორმა მეტოქემ ერთმანეთში ითამაშეს და ფავორიტმა პორტუგალიამ რის ვაი-ვაგლახით მოუგო ჩეხეთს – 2:1.

F ჯგუფი

პორტუგალია – ჩეხეთი 2:1
18 ივნისი. ლაიპციგი. “რედ ბულ არენა”. 38 124 მაყურებელი

გოლები: 0:1 პროვოდი (62. ცუფალის პასით), 1:1 ჰრანაჩი (69-საკ. კარში), 2:1 კონსეისაო (90+2)

პორტუგალია: დიოგო კოშტა, დალოტი (63. ინასიო), პეპე, რუბენ დიაში, ჟოაო კანსელო (90. სემედუ), ბერნარდო სილვა, ბრუნო ფერნანდეში, ვიტინია (90. კონსეისაო), ნუნუ მენდეში (90. ნეტო) – ლეაო (63. დიოგო ჟოტა), რონალდო
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ჩეხეთი: სტანეკი, ჰოლეში (90+3. ხორი), ჰრანაჩი, კრეიჩი, ცუფალი, შულცი (79. შევჩიკი), სუჩეკი, პროვოდი (79. ბარაკი), დუდერა-6.4 – კუხტა (60. ლინგრი), შიკი (60. ხიტილი)
მწვრთნელი: ივან ჰაშეკი

გაფრთხილება: ლეაო (39), შიკი (57), კონსეისაო (90+3)
არბიტრი: მ. გუიდა (იტალია)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ვიტინია.

ეს იყო პირველი მატჩი ევრო 2024-ზე, რომლის პირველ ტაიმშიც გოლი არ გასულა.

კრიშტიანო რონალდომ ორი რეკორდი დაამყარა – მე-6 ევროპირველობაზე ითამაშა და ტურნირზე 26-ე მატჩი ჩაატარა.

პეპე (41 წლის და 113 დღის) და კრიშტიანო რონალდო (39 წლის 134 დღის) ყველაზე ასაკოვანი დუეტია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში უთამაშია.

41 წლის პეპე გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი.

21 წლის და 187 დღის ფრანსიშკუ კონსეისაო გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიტანა. პირველ და მეორე ადგილებზე არიან, შესაბამისად, რენატო სანჩესი (18 წლის და 317 დღის) და კრიშტიანო რონალდო (19 წლის და 128 დღის).

24 წლის წინ, ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე, კონსეისაოს მამამ, სერჟიომ, ჰეთ-თრიკი შეასრულა გერმანიის ნაკრებთან მატჩში (3:0).

კონსეისაომ შეცვლაზე შესვლიდან 111-ე წამზე გამოიჩინა თავი. ევრო 2016-ის შემდეგ ის გახდა პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე შეცვლაზე შესულმა გაიტანა.

როდესაც რონალდომ ევროზე პირველად იასპარეზა, გამარჯვების გოლის ავტორი კონსეისაო მაშინ 1 წლის იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქვეყნისთვის ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო: ვიცი, რომ ჩვენი გულშემატკივარი ყოველ წამს ჩვენთან ერთად იყო – ფეხბურთელების კომენტარები

ეს თამაში ფინალსაც იმსახურებდა: მონტელას თურქებმა საჩუქარი გაუკეთეს