გუშინ ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე ვინისიუს ჟუნიორსა და რიშარლისონს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პრესაში არაერთი შესაძლო სცენარი დაიწერა, თუმცა ამ თემაზე კომენტარი თავად რიშარლისონმა გააკეთა:
„მან მითხრა, რომ მე არ შემიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, ამაზე გავჩუმდი. გადაფასებული ხარ, არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება. “ევერტონი” შემდეგ სეზონში გავარდება. ამასაც მდუმარება შევაგებე, თუმცა ბოლოს მითხრა, რომ ლუკაკუ ჩემზე უკეთესია და ეს ვეღარ მოვითმინე“.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალთან“ ერთად მოიგო და ფინალში ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.
რაც შეეხება რიშარლისონს, კონსტრუქციულობით ის ვერ დაიტრაბახებს და მიმდინარე სეზონშიც არაერთგზის ვიხილეთ სხვადასხვა მოთამაშესთან დაპირისპირებული ბრაზილიელი.
GIPHY App Key not set. Please check settings