in

შენგელია 21 ქულით საუკეთესო იყო, თუმცა ბოლოს ტრავმა მიიღო

ასეც ხდება: ბარსელონამ 2 დღის წინ ევროლიგის მატჩი ბელგრადში პარტიზანს მოუგო, დღეს კი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა შინ მურსიასთან დათმო. ბელგრადული მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, ვილ კლაიბერნმა, რომელმაც ბოლო წამებზე ჯადოსნური სამქულიანით ბარსას მოაგებინა, მურსიასთან შეხვედრა 2 ქულით დაასრულა. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კატალონიელთა მარცხისა, თორემ ჩვენი კაპიტანი კვლავ საუკეთესო იყო, რომელმაც მატჩის მიწურულს ფეხი აიტკია და მოედანი დატოვა.

როგორც ბარსელონას ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, მას მარცხენა კოჭი დაუიანდა და შესძლებს თუ არა თამაშს, სავარაუდოდ ხვალ, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში არ იყო, თუმცა მოედანზე 25 წუთზე მეტი გაატარა, რა დროშიც 21 ქულა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მან 11-დან 6 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანიდან კი ყველა აუცდა. ის ყველაზე შედეგიანი იყო კატალონიურ გუნდში, თუმცა დანარჩენებმა მხარი ვერ აუბეს. კატასტროფული სტარტის შემდეგ ბარსელონამ სამივე პერიოდი მოიგო, მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩამორჩენა, ეს მოსაგებად აღარ ეყო. პირველი ატწუთეული სტუმრებმა 34:16 (!) მოიგეს. 18-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებას ბარსა მეორე პერიოდიდან შეუდგა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად დრ არ ეყო.

საბოლოოდ შეხვედრა მურსიამ 81:78 მოიგო და 4 მოგებითა და 1 მარცხით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ბარსელონა კი 5 მატჩიდნ მხოლოდ 2 მოგებით მე-10 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროს 11 ქულა, გოგას 15 ქულა და ორივეს გამარჯვება

ვიდეო: შერმადინის 20 ქულა ტენერიფეს არ ეყო