ტრავმის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია პარკეტს უბრუნდება და თანდათან ძველ ფორმასაც იბრუნებს. ევროლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-მ თელ ავივში “მაკაბი” 84:80 დაამარცხა.
მატჩი არმიელებმა კარგად დაიწყეს და პირველ ტაიმში სრულად დომინირებდნენ კიდეც. ცსკა დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და მეტად რომ გამართლებოდათ, გამარჯვებაც მათ დარჩებოდათ.
თორნიკე შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 21 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში თოკომ 8 ქულა, 2 პასი და 2 ასისტი მიითვალა.
26 თამაშის შემდეგ მოსკოველებს 36 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. ცსკა ლიდერ ბარსელონას 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაში თადარიგში აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings