კალათბურთში იტალიის ჩემპიონი „მილანი“ გახდა. მილანელებმა ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ 4:3 დაამარცხეს.
გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა მილანში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 67:55 დასრულდა.
მასპინძლები პირველ მეოთხედში 15 ქულით დაწინაურდნენ (21:6), მეორე პერიოდში სტუმრებმა ანგარიშის 9 ქულამდე შემცირება შეძლეს. დიდი შესვენების შემდეგ ორივე გუნდი ბევრ შეცდომას უშვებდა, უფრო მეტს ბოლონიელები, მილანელები დასკვნითი პერიოდის წინ 14 ქულით გავიდნენ წინ და მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე.
შენგელიამ 32 წუთი ითამაშა, 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამ მაჩვენებლით იგი „ვირტუსის“ ბომბარდირი გახდა.
“მილანი“ ოცდამეათედ გახდა ჩემპიონი.
GIPHY App Key not set. Please check settings