in

შენგელია ყველაზე კარგი იყო: 25 ქულა, მაგრამ წაგება

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი” სტუმრად “ტრიესტესთან” დამარცხდა – 78:85.

წაგების მიუხედავად, საუკეთესო სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო.
თოკომ 34 წუთი ითამაშა და 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მოაგროვა.

„ვირტუსი“ 32 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 მარტს, ევროლიგაზე, „ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი მიზანია საქართველოს მსგავსი გავხდეთ: რატომ არ გამოუვიდა ვან ტ’სხიპს და მიქაუტაძეს აიაქსი

საქართველომ სომხეთი გაანადგურა და B ლიგაში დარჩა