in

შენგელია ტურის MVP გახდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიაშიც გამოარჩიეს. “თოკომოტივი” სერია ა-ს მე-16 ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა.

გასულ ტურში ბოლონილებმა “ტრენტო” ოვერტაიმში 95:88 დაამარცხეს. შენგელიამ ორმაგი დუბლი – 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

საკალათბურთო სერია ა-ს ოფიციალური ვებგვერდი თორნიკეს შესახებ წერს.

“ქართველმა მძიმე ფორვარდმა ჩემპიონატზე გავლენა გადმოსვლის პირველი დღიდან მოახდინა. მას ძალიან ცოტა დრო დასჭირდა გულშემატკივრების გულის დასაპყრობლად და სერჯიო სკარიოლოს გუნდში მნიშვნელოვანი ადგილის დასაკავებლად”, – წერს სერია ა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

შენგელიამ “ვირტუს ბოლონიას” შემადგენლობაში 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და ამ სეზონში და მან საშუალოდ 13.6 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 პასი მიითვალა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ეს რა გაიზრდება – უმცროსი კრიშტიანოს ლამაზი გოლი

საფინას და ბერულავას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა: ისტორიული შედეგი