თორნიკე შენგელიამ და მისმა „ვირტუსმა“ იტალიის სუპერთასი მოიგეს.
ფინალში ბოლონიურმა კლუბმა „ბრეშა“ უპრობლემოდ დაამარცხა – 96:60.
აღსანიშნავია, რომ „ვირტუსი“ ზედიზედ მესამედ გახდა სუპერთასის მფლობელი.
შენგელიამ 22 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გაახერხა: 15 ქულა (3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი), 12 მოხსნა და 4 პასი.
GIPHY App Key not set. Please check settings