in

შენგელია მესამეზე გავიდა, MVP თანაგუნდელს დაუთმო

იტალიის ჩემპიონატის წლის რეგულარული სეზონის MVP-ს კანდიდატი საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც იყო, თუმცა „ყველაზე ძვირფასი“ მისი თანაგუნდელი, „ვირტუსის“ უკანახაზელი მარკო ბელინელი გახდა.

გამოკითხვაში კლუბებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე გულშემატკივრებიც იღებდნენ მონაწილეობას და ხმების უმრავლესობა 38 წლის იტალიელმა მიიღო – 14.7%. მეორე ადგილზე 11.4%-ით გავიდა „ვენეციის“ მოთამაშე ტაკერი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი თორნიკე შენგელიამ დაიკავა. ჩვენიანმა 10.3% მოაგროვა.

შენგელიას სტატისტიკა ასეთია: საშუალოდ 13.8 ქულა, 5.1 მოხსნა და 3.3 შედეგიანი პასი.

„ვირტუსი“ ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ რაუნდში „ტორტონას“ ეთამაშება და სერიაში 2:0 უგებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუკეთესო ტრანსფერის მოლოდინში: ტორპედო ლივერპულისა და საფრანგეთის ნაკრების მცველს ელაპარაკება

მიწერ-მოწერა გვაქვს: გუტიმ კვარაცხელიასთან მეგობრობაზე ისაუბრა – ეს არის ხიბლი