საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ახალ კლუბს ეძებს. მოსკოვის ცსკა-დან წასვლის შემდეგ თოკო ესპანეთში გაემგზავრა და ჩვენც ვწერდით, რომ დიდი ალბათობით ის „ბასკონიაში“ დაბრუნდებოდა. თუმცა როგორც ირკვევა, ასე არ მოხდება. ქართველი კალათბურთელის მიმართ ინტერესი ორმა გუნდმა გამოხატა – ერთი ესპანურივე „ვალენსია“, ხოლო მეორე იტალიური „ვირტუსია“. მოსალოდნელია, რომ უფრო ბოლონიური გუნდი გადაიბირებს შენგელიას. სავარაუდოდ ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდება, ხოლო თუ „ვირტუსმა“ მოახერხა ევროლიგაზე გასვლა, მაშინ თანამშრომლობა ერთი წლით მაინც გაგრძელდება.
ამჟამად „ვირტუსი“ ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება „მილანს“. დღეს საღამოს ბოლონიელები „ნაპოლის“ მიიღებენ. „ვირტუსს“ ჩემპიონატში ზედიზედ 6 მატჩი აქვს მოგებული.
GIPHY App Key not set. Please check settings