in

შენგელიას 9 ქულა ოლიმპიაკოსთან: ცსკა-მ კვიპროსის ოთხთა ტურნირი მოიგო

საქართველოს ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას მოსკოვი ცსკა ოფიციალურ მატჩებამდე კვიპროსის ოთხთა ტურნირზე იღებდა მონაწილეობას, რომლის გამარჯვებულიც გახდა.

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტისა” და ბერძნული “ლავრიოსს” დამარცხების შემდეგ, ცსკა ფინალურრ შეხვედრაში პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და 85:68 დაამარცხა.

“თოკომოტივი” ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 27 წუთი დაწყო. ამ დროის განმავლობაში თორნიკე შენგელიამ 9 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ცსკა-ს ახალ სეზონში პირველ ოფიციალური ტოტულის მოგების შანსი 18-19 სექტემბერს ექნება, როდესაც ვთბ-ლიგის სუპერთასში ჩაებმება. ნახევარფინალში ცსკა-ს მეტოქე ყუბანის “ლოკომოტივი” იქნება, ფინალის მეორე საგზურისთვის კი ყაზანის “უნიკსი” და “ზენიტი” იბრძოლებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკა გორგოძე კარლსრუეს ტურნირის გამარჯვებულია

მამარდაშვილმა დემეტრაძის შედეგი გააუმჯობესა