იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მეოთხე შეხვედრა გაიმართა. თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ისევ წააგო „მილანთან“. მატჩი მილანში ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 77:62.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:1 გახდა მილანის „არმანის“ სასარგებლოდ და შესაბამისად შენგელიას გუნდის შანსი დიდი ვერ არის. ჩემპიონობის მოსაპოვებლად 4 მოგებაა საჭირო, მილანელებს კი ერთი დარჩათ, ხოლო ბოლონიელებს სამი.
თოკომ კვლავ კარგად ითამაშა და წინა მატჩის მსგავსად ბომბარდირი გახდა. ჩვენიანმა 30 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. 12-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20 იყო.
სერიის მე-5 მატჩი უკვე ბოლონიაში 16 ივნისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings