იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო. საართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სერია A სუპერმატჩთ გახსნა. პირველ ტურში მისი ვირტუს ბოლონია სტუმრად სკაფატის შეხვდა და ქართველი ფორვარდის ლიდერობით 81:75 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შენგელია ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო. მან 10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება პასივს, თორნიკემ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 4-ჯერ დაჯარიმდა.
მატჩის პირველივე მეოთხედში ლუკა ბანკის გუნდი 10 ქულით წინ გაიჭრა და დიდ შესვენებამდე უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სკაფატის გაკალთბურთელებმა ბოლო პერიოდის დაწყებამდე სხვაობის შემცირება 6 ქულამდე მოახერხეს, მაინც დამარცხდნენ.
სერია A-ს შემდეგ შენგელიას გუნდი ევროლიგაშიც ჩაებმება. 5 ოქტომბერს ბოლონიელები ლიეტუვურ ჟალგირისს დაუპირისპირდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings