თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ში ბოლო ორმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ვირტუსმა ბოლონიაში “ვენეცია” ისტუმრა და მძიმე ბრძლაში, ბოლო წამებზე, მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 79:78. ამ გამარჯვებაში შენგელიამ სოლიდური წილი დაიდო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიაზე მეტი, 17 ქულა მხოლოდ დანიელ ჰაკეტიმ ჩააგდო.
ვირტუს ბოლონიამ 15 ტურში 12 მოგება მოაგროვა და სერია A-ს უმთავრეს კონკურენტ ოლიმპია მილანოსთან ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 22 იანვარს სტუმრად, ბრინდიზისთან გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings