in

შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის საშინაო მარცხი მონაკოსთან

ევროლიგაში ის გუნდები შეხვდნენ, რომელთა რიგებშიც წამყვან პოზიციაზე ქართველები არიან. თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” ბოლონიაში მანუჩარ მარკოიშვილის ‘მონაკოს” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი მესამე სეზონია, მონაკოს სამწვრთნელო შტაბშია და 2 თვის წინ, როცა გუნდიდან საშა ობრადოვიჩი გაუშვეს, ერთი პერიოდი მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა. მერე გუნდის თავკაცად ლეგენდარული ბერძენი კალათბურთელი, ვასილის სპანულისი მოვიდა და მარკოიშვილმა გუნდში მუშაობა მის ასისტენტად გააგრძელა.

შეხვედრა ბოლონიური კლუბის უპირატესობით დაიწყო და მეორე პერიოდში ვირტუსი 21 ქულითაც იგებდა – 39:18. მონაკოელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, საბოლოოდ კი მატჩი 86:80 მოიგეს. მასპინძელთაგან საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც მოედანზე 24:23 წუთი დაჰყო და 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ ორი სამქულიანი ააცილა.

7 მოგებითა და 16 მარცხით ვირტუსი ევროლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 31 იანვარს, ბოლონიელები სტამბოლში ფენერბაჰჩეს შეხვდებიან. რაც შეეხება მონაკოს, გუნდს 14 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და მესამე პოზიციაზეა.

საქართველოს ნაკრების ლეგიონერის, კამარ ბოლდუინის ბასკონია რეალთან მძიმე ბრძოლაში 89:90 დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე, ლუკა სამანიჩზე ალბერტო აბალდე დაჯარიმდა. სამანიჩმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში 89:87 გახადა. რეალმა შეხვედრა მარიო ჰეზონიას სამქულიანით მოიგო, რომელმაც გამარჯვების ბურთი მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე ჩააგდო.

კამარ ბოლდუინს 26:23 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. მან 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი და ორი საჯარიმო ააცილა. ბასკონია 9 მოგებით და 14 მარცხით მე-15 ადგილზეა, ისინი მომდევნო ტურში ბარსელონას უმასპინძლებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ იყიდეს კვარაცხელია: პსჟ-ს ფანებს ვერ გაუგიათ

მიქაუტაძემ სტამბოლში კარგად ითამაშა, ოდიშარიამ აიაქსი დაამარცხა