in

შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან

თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი ბარსელონას შემადგენლობაში. ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ბარსელონამ თორნიკეს ყოფილ კლუბ ბასკონიას უმასპინძლა და 91:83 დაამარცხა.

შენგელია სასტარო ხუთეულში იყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 25 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი და 1 აჯარიმო კი ააცილა. მის ანგარიშზე 14 ქულა, გუნდში უმეტესი 7 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საერთო სარგებლინობის ინდესით შენგელია ბარსაში მეორე იყო – საუკეთესო კი ვილ კლაიბერნი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.

3 მოგებითა და 4 მარცხით ბარსელონა ცხრილის შუაშია. შემდეგი ტურის შეხვედრა კატალონიელებს 23 ნოემბერს – სტუმრად “გრან კანარიასთან” აქვთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა დაუწერეს ჩვენებს

ნაკრები სოფიაშია, დღეს პრესკონფერენციაა